შპიონაჟი

ავსტრიამ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული შპიონაჟის გამოძიება დაიწყო

EPA

შვეიცარიელმა და ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ირანი - აშშ-ისა და სხვა ქვეყნებს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს შესაძლო შპიონაჟის საქმის გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გამომძიებლები ყველა საეჭვო ადგილს იკვლევენ. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შვეიცარიის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ გამოძიება პოლიტიკურ შპიონაჟში ეჭვმიტანილი პირების მიმართ დაიწყეს, თუმცა ისინი ამ პირების ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ.

კომენტარები