ცეცხლსასროლი იარაღი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა 1955 წელს დაბადებული ნოდარ ი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები სროლისთვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები