კრიმინალი

დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა 8 ივნისს, დღის საათებში, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს ავტომობილის სალონიდან „ეფლის“ ფირმის პორტატული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოჰპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები