დღეს უკვე, ეს, რა თქმა უნდა, თვალითაც იგრძნობა... ალბათ ყველა, ვისაც თბილისში, განსაკუთრებით ძველ უბნებში უწევს გასვლა, პირდაპირ ხედავს, რომ ძალიან არის გაზრდილი [უცხოელ] ვიზიტორთა რაოდენობა. ზაფხულის განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ იგეგმება სპეციალური პროგრამა, რომელიც კულტურის სამინისტროსთან ერთად იქნა შემუშავებული, რომელიც სპეციალური კონცერტების და სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, რაც, თავის მხრივ, კიდევ გამოიღებს შედეგს და ეს ზაფხულის სეზონი ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული უნდა იყოს. რაც შეეხება შემდეგ უკვე ზამთრის სეზონს, ზამთრის სეზონისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით და ზაფხულის მიწურულს უკვე დავიწყებთ ასევე სპეციალურ კამპანიას, იმისათვის, რომ ზამთრის სეზონი იყოს წარმატებული. ეს ეხება როგორც საინფორმაციო კამპანიას, ასევე ზამთრის კურორტების სპეციალურ მომზადებას.
tbl.ge/yii
დაკოპირდა

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ცნობისთვის, საქართველოში იანვარ-მაისის პერიოდში სულ 1.83 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მხოლოდ 2%-ით აღემატება. 2014 წელს იანვარ-მაისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი 5% იყო, წელს კი ვიზიტორთა რაოდენობა 2.5-ჯერ უფრო დაბალი ტემპით, 2%-ით გაიზარდა.
ამავე თემაზე
- შექიმნება "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" და "ინვესტიციების სააგენტო" – კობახიძე
- კობახიძე: ეკონომიკის განვითარების დონით EU-ს ყველა წევრს ჩამოვრჩებით
- ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტი ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას
- რას უკავშირდება საქსტატის მონაცემებით მშპ-ს 11.1%-იანი ზრდა - ბედინეიშვილის კომენტარი
- იანვარში მშპ-ს 11%-ით ზრდა მანიპულაციის შედეგია – გოცირიძე




