შესყიდვები მერიაში

მელია: თბილისის მერიამ შესყიდვები ტენდერის გარეშე განახორციელა

ნიკა მელია
epn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის მერიამ შესყიდვები ტენდერის გარეშე განახორციელა. "დედაქალაქის მერიას, ტენდერის გარეშე, გასული წლის 1 აგვისტოდან მიმდინარე წლის მაისამდე, 1 579 070 ლარის ავეჯი აქვს შეძენილი, კომპიუტერულ ტექნიკაში 448 984 ლარი დაიხარჯა, სატელეფონო საუბრებში 535 166 ლარი, საწვავში 2 632 657 ლარი, გასართობ ღონისძიებებში კი 331 706 ლარი დაიხარჯა", - თქვა მელიამ.

მელიამ ისაუბრა მერიის მიერ გასულ წელს 100 მილიონ ლარზე მეტი თანხის, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 40 მილიონი ლარის აუთვისებლობაზეც და აღნიშნა, რომ ამ სოლიდური თანხების დაკარგვა, კიდევ ერთხელ მიუთითებს მერიის უუნარობასა და არაკვალიფიციურობაზე.

"140 მილიონი ლარი შესამჩნევად დაეტყობოდა დედაქალაქს, როგორც სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. თუმცა, დედაქალაქის არაკვალიფიციური მთავრობა ნაკლებად დარდობს თბილისელების პრობლემებს და ამის მოგვარების ნაცვლად ისევ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები