Ichange.ge

მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს - Ichange.ge-ს ქმნის

ტაბულა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე ისაუბრა. პეტიციაზე 5 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტრონული პეტიციების პორტალი - Ichange.ge კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს. ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები