სასჯელაღსრულების დაწესებულებები

კახიშვილი: ახლა კანონიერი ქურდებიც კი განცხადებებს წერენ და რეფორმას ატარებენ

რომ მეუბნებით, არასათანადო მოპყრობაზე საჩივრების რაოდენობა გაიზარდა 2007 წელთან შედარებითო, მაშინ ნული იყო განცხადებების რაოდენობა, იმიტომ კი არა, რომ არავის არ აწამებდნენ, არამედ იმიტომ, რომ არ აწერინებდნენ. ახლა, როცა მათ უფლება აქვთ დაწერის, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. თქვენ კარგად იცით, რომ ზოგიერთი განცხადება საფუძველს მოკლებულია. იქამდეც კი მივედით, როდესაც კანონიერი ქურდებიც განცხადებებს წერენ და რეფორმას ატარებენ ისინიც.

მიმართა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა გუშინდელ საკომიტეტო სხდომაზე სახალხო დამცველს.

კომენტარები