ოკუპირებული აფხაზეთი

2008 წელს რუსეთის 58-ე არმის მეთაური „აფხაზეთის გენშტაბის“ უფროსად დაინიშნა

travel-images.com

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე. წ. გენშტაბის უფროსად რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულიოვი დაინიშნა. რაულ ხაჯიმბას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხრულიოვი დასამტკიცებლად რეჟიმის ლიდერს თავდაცვის ე.წ. მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. შეხვედრაზე ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავარი ამოცანა რუსეთთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის განმტკიცებაა. გენერალი ხრულიოვი 2008 წლის რუსული აგრესიის დროს საქართველოში შემოჭრილ რუსულ ქვედანაყოფებს მეთაურობდა.

გენერალი ხრულიოვი 9 აგვისტოს ქალაქ ცხინვალში, 58-ე არმიის საშტაბო კოლონის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ განადგურების დროს მძიმედ დაშავდა. 2010 წელს იგი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს.

კომენტარები