ხიდაშელი და ალასანია

თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას შეხვდა

ირაკლი ალასანია; თინა ხიდაშელი

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ალასანიას შეხვდა. კადრები და კომენტარები რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა.

საუბრის დეტალები ალასანიასა და ხიდაშელს არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, მოქმედი და ყოფილი მინისტრების განცხადებით, შეხვედრაზე მათ სამინისტროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

"ვაპირებ, რომ შევხვდე თავდაცვის მინისტრებს, რაზე ვიმსჯელეთ არ ვაპირებ რომ მოგიყვეთ. ირაკლი ჩემი მეგობარია და მასთან გაცილებით ხშირად მექნება შეხვედრა ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები. თავდაცვის მინისტრი შეხვდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს,"- თქვა ხიდაშელმა.

ალასანიას თქმით კი, "ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრეთ, რაც თავდაცვის სამინისტროს ეხება. ასევე ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, რომელიც გვქონდა თავდაცვის უწყებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით, ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა. მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა გაგრძელდება. ვისაუბრეთ მეგობრულად ყველა თემაზე, იყო ძალიან საჭირო და კარგი შეხვედრა,"- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები