ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს. გარღვევა, რომელიც იყო იმპორტსა და ექსპორტს შორის, ფაქტობრივად, ნულზე არის დასული. ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია გვაქვს. მთავრობის დამტკიცებასთან ერთად სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით ყველა ნაბიჯი გადაიდგა. კანონი უკვე მიღებულია. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე ასევე იქნება განხილული პაკეტი, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ტურისტების შემოსვლის პროცედურები. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ეს პროგნოზი არის ნაზავი ფუნდამენტური მონაცემებისა და ემოციების. რაც უფრო დამშვიდებული იქნება ბაზარი, მით უფრო ნაკლები იქნება ემოციური კომპონენტი და ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში დიდწილად ლარის კურსი.
tbl.ge/107d
დაკოპირდა

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე
- ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 7.5 თეთრით




