საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო დროის მანძილზე ბანკის მუშაობასთან დასმულ კითხვებზე კომენტარი გააკეთა. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ბარაბაძემ თქვა, რომ ბანკი მზად არის დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს.
ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის მუშაობის ანგარიში უკვე გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტს. ეროვნული ბანკი დეპუტატებს ანგარიშის დროული შესწავლისკენ მოუწოდებს. პარლამენტში დოკუმენტის განხილვას ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც დაესწრება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის თქმით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში არსებულ ყველა ეკონომიკური პრობლემაში დამნაშავე ეროვნული ბანკი იყოს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის სახით განტევების ვაცი იპოვა და ყველა პრობლემას მას აბრალებს.





