ხელისუფლება ინსტიტუციებს პატივს არ სცემს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ყველა ნაბიჯზე ეს ადამიანები ავლენენ სრულ უპატივისცემლობას ინსტიტუციების მიმართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ თვითონ არიან ხელისუფლებაში ინსტიტუციონალური მოწყობის მიღმა, რადგან ემორჩილებიან ადამიანს, რომელსაც თანამდებობა ფორმალური არ აქვს,"- განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით მთავრობის დამოკიდებულება ინსტიტუცების, პრეზიდენტის მიმართ ნაწილია იმ პრობლემის, რომლის გამოც ინვესტორები უარს ამბობენ საქართველოში ფულის ჩადებაზე.
„ეს ნაწილია იმ პრობლემის რომელიც ინვესტორებს აფრთხობს, აჩენს არასტაბილურობის განცდას და ამ ყველაფრის გამო ვიღებთ შედეგს, რომელიც აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე, უმუშევრობასა და ლარის ვარდნაზე" - განაცხადა ბოკერიამ.





