ფინანსური კრიზისი

გიორგი მარგველაშვილი: რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება, 2015
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

''რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით? - ასე უპასუხა ლარის გაუფასურებაზე დასმულ შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გადაცემა ''რეაქციაში''.

"ეს არის სერიოზული სირთულე. ბუნებრივია, სირთულის დიდი ნაწილი გარე ფაქტორებითაა შექმნილი, იმ ვითარებიდან, რაც არის ჩვენს ირგვლივ ეკონომიკურად. თუმცა რამდენად მზად ვიყავით ჩვენ იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო და დოლარის გამყარება მოსალოდნელი იყო, ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რუსეთში, უკრაინაში ეკონომიკური პრობლემები, რაც აისახებოდა ჩვენს რეგიონზე მოსალოდნელი იყო, რამდენად ჩვენ მზად ვიყავით, რამდენად გვქონდა ინფორმაცია, რამდენად მოემზადა ეკონომიკა და ახლა რამდენად არსებობს ეფექტური ძალიან ენერგიული ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს და ლარი დასტაბილურდეს. ამასთან დაკავშირებით ნათლად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პარლამენტში და ნათლად ვთქვი, რომ გასაკეთებელი და ენერგიულად ჩართულობა ძალიან საჭიროა.", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები