კრიმინალი

რუსთავში მომხდარი ყაჩაღობისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ერემეი ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, თავს დაესხა 78 წლის მამაკაცს, მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, წაართვა 175 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ერემეი ბ. რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები