ბრალდება ბუკოვსკის წინააღდეგ

ვლადიმირ ბუკოვსკის ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვაში ადანაშაულებენ

ბრიტანეთის პროკურატურა ყოფილი საბჭოთა დისიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი ცნობილი მოწინააღმდეგის ვლადიმირ ბუკოვსკის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას აპირებს. 72 წლის ბუკოვსკი ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებასა და შენახვაში არის ეჭვმიტანილი.

BBC-ის ცნობით, გამოძიება კემბრიჯშირის პოლიციამ ჩატარა. თავად ყოფილი დისიდენტი და უფლებადამცველი ბრალდებას უარყოფს. მან განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს. ბუკოვსკი სასამართლოში 5 მაისს უნდა გამოცხადდეს.

ვლადიმირ ბუკოვსკიმ ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ციხეში 12 წელი გაატარა, 1976 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჩილელი კომუნისტების ლიდერზე გაცვალა. მას შემდეგ იგი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

კომენტარები