კრიზისი უკრაინაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსული ჯარები უკრაინაში ისევ იმყოფებიან

EPA

რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში ისევ რჩებიან - ასეთი კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მერი ჰარფმა ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომ უკრაინაში რუსული ძალები არ არიან.

ჰარფმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სეპარატისტულ ძალებს მეთაურობენ და წვრთნიან. შესაბამისად, მისი თქმით, ამ მიზეზით რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ძალაში რჩება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე დაგმო კიევში ოპოზიციონერი ჟურნალისტისა და იანუკოვიჩის გუნდიდან ყოფილი დეპუტატის მკვლელობები და უკრაინის ხელისუფლებას ამ დანაშაულების სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა. ოლეს ბუზინა და ოლეგ კალაშნიკოვი კიევში 16 და 15 აპრილს მოკლეს. დანაშაულების მოტივებისა და შესაძლო ეჭვმიტანილთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.  

კომენტარები