უზენაესი სასამართლო

წულუკიანი: ქართულ მართლმსაჯულებას ნათელი პერიოდის დასაწყისი დაუდგა

news.ge

იუსტიციის მინისტრი დღეს უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდა. თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდა. მათ მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ელექტრონული საქმის წარმოების საკითხიც, რომლის სისტემაში დანერგვაც იგეგემება.

"რეფორმებზე დღეიდან ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ტიპის შეხვედრები იქნება რეგულარული, რომ მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცლა რეფორმებთან დაკავშირებით და ნინო გვენეტაძის მმართველობის პერიოდში საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც იქნა, დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები