ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ღია პირველობა მოიგო

qatartennis.org

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 125 000$-იანი ტურნირი, ისრაელის ღია პირველობა მოიგო. ფინალურ დაპირისპირებაში, ქართველმა სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (რეიტინგში 99-ე) 4-6, 6-4, 6-3 დაამარცხა და კარიერაში უკვე მეორედ დაეუფლა ჩელენჯერის სერიის ტიტულს.

ბასილაშვილი მეორე ქართველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც მსგავსი რამ შეძლო - მსოფლიოს ყოფილი 42-ე ჩოგანი, ირაკლი ლაბაძე ჩელენჯერის 9-გზის გამარჯვებულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე მსოფლიოს 180-ე ჩოგანი იყო, მაგრამ ამ გამარჯვებით 110 ქულა დაიმსახურა და, სავარაუდოდ, რეიტინგში ერთბაშად რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება.

კომენტარები