კონფესიების დაფინანსება

ოთხ რელიგიურ გაერთიანებას სახელმწიფომ დაფინანსება გაუორმაგა

facebook.com/GaribashviliOfficial

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 2015 წლისთვის განსაზღვრული თანხა – 3 500 000 ლარი გამოყო, რაც ზუსტად ორჯერ აღემატება წინა წელს, აღნიშნული რელიგიური ჯგუფებისთვის მიცემულ თანხას.

გადასახადის გადამხდელები 2015 წელს მუსლიმებს - 2 200 000 ლარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას - 600 000 ლარს, კათოლიკე ეკლესიას საქართველოში - 400 000 ლარს, ხოლო ებრაულ თემს 300 000 ლარს გადავუხდით.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი წარსულშიც და ახლაც მიიჩნევს, რომ რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის პრინციპთან და რელიგიური გაერთიანებების კონტროლისა და მათ დამოუკიდებლობაში ჩარევის შემაშფოთებლად მაღალ რისკებს შეიცავს.

კომენტარები