IRI-ის კვლევა

გომელაური: მე მგონი, IRI-ის კვლევის მიხედვით, ნორმალურადაა საქმე

მე მგონი, IRI-ის კვლევის მიხედვით, ნორმალურადაა საქმე. იქ რაღაც ისეთი კრიმინალის გაზრდა არ არის დაფიქსირებული, 50%-ია დადებითი, მხოლოდ 4%-ია უარყოფითი, რაც მე ვნახე, ასე რომ რაღაც ახალი, რომ ვთქვათ, რომ განხვავებული რაღაც დადო IRI-მ, არ ყოფილა მასეთი. მე მგონი, მასე იყო თუ არ ვცდები.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევა შეაფასა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. ამასთან, პოლიციის მიმართ ნდობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული და 65%-ია.

კომენტარები