ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება. იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო დაახლოებით 0,5%. ეს ცუდი მაჩვენებელია. თებერვალში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4-4,5% იქნება თებერვალში. ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა. გასულ წელს 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს ასეთი მაჩვენებელი 2008 წლის ომის შემდეგ არ ჰქონია... მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზე ვართ. ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ. არაფერი შეცვლილა იმ 9 წელიწადში, ასე რომ გვაყვედრიან და ყელში ამოგვიყვანეს.
tbl.ge/lpb
დაკოპირდა

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პალიტრა TV-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში.
ამავე თემაზე
- დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა – საქსტატი
- საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა
- სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა – საქსტატი
- აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა – საქსტატი
- მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2 %-ით გაიზარდა – საქსტატი




