ავიაკატასტროფა ალპებში

ალპებში თვითმფრინავის ჩამოგდებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი შესაძლოა ავად იყო

შემთხვევის ადგილი ალპებში
AFP

BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის პოლიციამ AIRBUS 320-ის პილოტის სახლის ჩხრეკის შედეგად, გერმანელმა სამართალდამცველებმა პილოტის ავადმყოფობის დამადასტურებელი დახეული ცნობა იპოვეს, ამ ცნობის მიხედვით, ლუბიცს ექიმი ნებას რთავდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება აეღო. 

სამართალდამცველების განცხადებით, ბინაში პოლიტიკური ან რელიგიური ნივთები და არც თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი არ უპოვიათ.

გამოძიების ბოლო ვერსიით, საფრანგეთში გერმანული ავიალაინერის კატასტროფა მეორე პილოტის მიზეზით მოხდა, რომელსაც თვითმფრინავის განადგურება სურდა. ამის შესახებ მარსელის პროკურორმა გუშინ განაცხადა. გამოძიების ვერსიით, რომელიც შავი ყუთის აუდიოჩანაწერების გაშიფვრას ეყრდნობა, მეორე პილოტმა, 28 წლის ანდრეას ლუბიცმა, კაბინიდან კაპიტნის გასვლის შემდეგ კარი ჩაკეტა და ავტოპილოტი თვითმფრინავის სწრაფ დაშვებაზე ჩართო.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება ავიალაინერის კატასტროფის ადგილასაც. მაშველები მეორე შავი ყუთსაც ეძებენ. ჯერმან ვინგსის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, 150 ადამიანი დაუღუპა. მგზავრებს შორის ყველაზე მეტი გერმანის და ესპანეთის მოქალაქეები იყვნენ. თვითმფრინავი ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა.

კომენტარები