IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ორ თვეში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა.

გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო 29% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დონეზე დარჩა.

კომენტარები