NATO-პოლონეთის ურთიერთობა

პოლონეთს სურს, მის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები მუდმივად განლაგდნენ

www.premier.gov.pl

პოლონეთს სურს, მის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები მუდმივად განლაგდნენ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა განაცხადა. მის თქმით, ამჟამად პოლონეთი ცდილობს, ხელი შეუწყოს NATO-ს ძალების წვრთნებს საკუთარ ტერიტორიაზე. სემონიაკის თქმით, წელს ამ წვრთნებში NATO-ს 10 ათასამდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

ამჟამად ალიანსის მანევრების ფარგლებში ვარშავის მახლობლად ამერიკული პეტრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არის განლაგებული. 

კომენტარები