NATO-პოლონეთის ურთიერთობა

ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ვარშავასთან განთავსდა

საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot

ამერიკელმა სამხედროებმა პოლონეთში PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს. პეტრიოტები ვარშავიდან 50 კილომეტრში, ატლანტიკ რიზოლვის წვრთნების ფარგლებში განთავსდა. პოლონეთში ამერიკის ელჩის სტივენ მალის განცხადებით, ამ მანევრებმა უნდა დაარწმუნოს ამერიკის მოკავშირეები, რომ უსაფრთხოების გარანტიები NATO-ს მხრიდან მხოლოდ ქაღალდზე არ არსებობს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კი მანევრები რუსულ საფრთხეს დაუკავშირა.

"დაძაბულობა რეგიონში არც შეერთებულ შტატებს, არც NATO-ს და არც პოლონეთს შეუქმნიათ. ჩვენ მხოლოდ ვრეაგირებთ სიტუაციაზე და ალიანსის ქმედებები პასუხია იმაზე, რაც ხდება. კერძოდ, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე და უკრაინის საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლაზე. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რუსეთი როგორ მოიქცევა", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ შემონიაკმა.

კომენტარები