უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტი: ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი

ტაბულა

გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა მისი დანიშვნის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარგველაშვილმა თქვა, რომ დღეს ქართულ მართლმსაჯულებას ისტორიული პერიოდი აქვს.

"მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან მტკიცე ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს. სასამართლო, რომელიც არ არის ვალდებული, ძალიან ბევრი რამის გასასწორებლად, რაც ჩვენი - პოლიტიკოსების ინტერესებშია. ლარის კურსის დაჭერა ჩვენი საქმეა, საქართველოს იმიჯის განმტკიცება ჩვენი საქმეა, ყოველდღიური დასაქმების პრობლემები ჩვენი საქმეა, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა – სასამართლო დგას ყველაფერ ამაზე მაღლა. ერთადერთი ინტერესი, რომელიც სასამართლოში არის წარმოდგენილი, კანონი და სამართალია და მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯს. ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი, რომ სასამართლო ემსახურებოდეს მთავარს – ერთეულ ადამიანს, მის ინტერესებს და ამ სახელმწიფოში მისი ცხოვრების, მისი არსებობის, მისი სამართლიანი განცდის მთავარი გარანტი იყოს", - განაცხადა მარგველაშვილმა და მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, მედიას, პარლამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უზენაესი სასამართლოს ახალი კანდიდატურის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. 

პარლამენტმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 20 მარტს, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.  

 

კომენტარები