ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზური მთავრობის პრემიერად არტურ მიქვაბია დაინიშნა

არტურ მიქვაბია
abh-n.ru

სოხუმის რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრად არტურ მიქვაბია დანიშნა.

„ძვველებურად ცხოვრება აღარც შეიძლება, ამას ვითარება მოითხოვს. კონკრეტულ პერსონალიებთან საფუძვლიანი მოთხოვნები გვექნება. მწამს, რომ ახალ ხელმძღვანელთან ერთად ყველაფერს გააკეთებთ, რომ ქვეყანაში ცვლილებებით მოხდეს", - განაცხადა ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტისთვის მიქვაბიას წარდგენისას.

64 წლის არტურ მიქვაბია დანიშვნამდე აფხაზური პარლამენტის წევრი იყო. 1992-2001 წლებში იგი მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც კერძო ბიზნესს ეწეოდა.

მიქვაბიამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრის პოსტს ბესლან ბუთბა იკავებდა, რომელიც ხაჯიმბამ რამდენიმე დღის წინ გადააყენა.

კომენტარები