საქართველო-რუსეთი

საგანელიძე: მივესალმები პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრას, თუ ის პოზიტივს მოიტანს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას იმ შემთხვევაში მიესალმება, თუ ის გარკვეულ პოზიტივს მოიტანს. საგანელიძემ აღნიშნული ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადების საპასუხოდ თქვა.

"მივესალმები დიალოგებს, მივესალმები შეხვედრებს, მივესალმები, რომ ჩვენ გამოვძებნოთ სწორედ დიალოგის გზა რუსეთთან, ოღონდ შეხვედრები არ უნდა იყოს შეხვედრისთვის. თუ რაიმე დღის წესრიგი არსებობს, რომელიც წინასწარ მუშა სიტუაციაში არის გარკვეულად შეთანხმებული, და თუ ვიცით, რომ გარკვეული პოზიტივის მომტანი შეიძლება, იყოს ასეთი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უნდა შედგეს",- თქვა საგანელიძემ.

რუსეთის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, "რუსი და ქართველი დიპლომატები ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს".

კომენტარები