ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და არჩევნებსაც არ დაელოდონ - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, GDS-ის ეთერში, გადაცემაში 20:30 განაცხადა.
„თუ კარგ ანალიზს არ გავაკეთებთ, ახალი ტიპის უბედურება შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალონ და შეიძლება, არჩევნებსაც არ დაელოდონ -ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ეს მაქვს მხედველობაში, რომ არ უნდა გვქონდეს ცრუ მოლოდინი და გაგების საშუალება უნდა გვქონდეს, მოვითხოვოთ ყველასგან ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია", - განაცხადა ივანიშვილმა.