20:30

ივანიშვილი: 20:30-ის მიზანია ხალხს დავეხმაროთ სწორი ანალიზის გაკეთებაში

ბიძინა ივანიშვილი
REUTERS

გადაცემა 20:30-ის მიზანია საზოგადოებას კვალიფიციური ანალიზი მივაწოდოთ და სწორ ანალიზს შევაჩვიოთ - ამის შესახებ GDS-ის ეთერში გადაცენა 20-30-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებით, საჭიროა ხალხმა კარგად გაიგოს და გაერკვეს პოლიტიკურ პროცესებში.

„ხალხს განუვითაროთ, დავეხმაროთ განვითარებაში იმ ჩვევების, რომლებიც გვაკლია პოლიტიკური გამოცდილებაში“ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ხალხმა ავითვისოს და შევეჩვიოს სწორ ანალიზს, სწორი ანალიზის საფუძველზე. იმისათვის, რომ სწორად შეძლოს ხელისუფლების არჩევა და შემდგომში მისი კონტროლი.

ივანიშვილის განცხადებით ასევე პროექტის მიზანი გახლავთ კვალიფიციური ანგარიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ასევე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვალიფიციური ანალიზი.

„ამავდროულად ისეთ თემებსაც განვიხილავთ და გავაკეთებთ სწორ აქცენტებს რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის განვითარების სტრატეგიის გასაგებად და დასალაგებლად.“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 ივანიშვილის თქმით, სხვა მსგავსი ანალიტიკური გადაცემებისგან 20:30-ს განასხვავებს ის, რომ მასზე ადამიანების დიდი ჯგუფი(60 ადამიანზე მეტი) იმუშავებს და შეეცდება უფრო ობიექტური ანალიზის გაკეთებას.

„მეც ძალიან ვიაქტიურებ, ყოველდღიურ რეჟიმში ლამის მივიღებ მონაწილეობას პროცესების გაანალიზებასა და სწორი აქცენტების ჩამოყალიბებაში და ის დამატებითი ღირებულებები რაც მე მაქვს, შეიძლება ვთქვათ ღირებულებები გადაჭარბებულია, ის ნდობა ჭარბი რაც მე მოსახლეობიდან მაქვს კიდევ უფრო გაუოლებს მათ, რომ სწორად დაინახონ მოვლენები“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები