სავალუტო კრიზისი

გოცირიძე: ის, რომ ვთქვათ, კრიზისი არ არის ან გეგმა არ გვაქვს, არასერიოზულია

თუკი ეროვნული ვალუტის დევალვაცია ხდება 25%-ის ფარგლებში, ეს უკვე არის სავალუტო კრახი, რომელსაც მოსდევს საკმაოდ უარყოფითი შედეგები ეკონომიკის ყველა სფეროში და რომელიც უკვე ნელ-ნელა ჩანს ჩვენს რეალობაში - სამუშაო ადგილების შემცირებით, ბიზნესების დახურვით, ფასების ზრდით და სამწუხაროდ, სხვა ნეგატიური მოვლენებით. სავალუტო კრახი, ეს არის საფინანსო კრიზისის ერთ-ერთი ფორმა, ამიტომ ის, რომ ვთქვათ, კრიზისი არ არის ან გეგმა არ გვაქვს, არასერიოზულია

განაცხადა ეკონომიკური ცენრტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია რუსთავი2-ზე, კურიერთან საუბრისას.

კომენტარები