საქართველოს ეკონომიკა

კვირიკაშვილი: რამდენიმე თვეში, შესაძლებელია, გადავხედოთ ზრდის მაჩვენებლებს

საგარეო შოკის ფაქტორების მოხსნის შემთხვევაში ძალიან მალე შეიძლება აღდგეს ის მამოძრავებელი ფაქტორები ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია ჩვენი პოლიტიკით - ბიზნესისადმი მაქსიმალური მეგობრული მიდგომით, ადმინისტრაციული ბარიერები მნიშვნელოვანწილად არის მოხსნილი. შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ეს ფაქტორები მოიხსნება, შესაძლებელია, რომ ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულად გადავხედოთ ზრდის მაჩვენებლებს და მე ვფიქრობ, რომ 5%-იანზე მეტი იქნება ასეთი ზრდა.

განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, საკომიტეტო მოსმენაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე, როდის დაუბრუნდება საქართველო 5%-იან ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარები