ლარის გაუფასურება

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა, ხოლო დოლართან კი გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.5 თეთრით გამყარდა. 10 მარტს ერთი ევრო 2.36 ეღირება. ლარის კურსის ევროს მიმართებით გამყარება სავარაუდოდ ევროს ისტორიულ გაუფასურებას უკავშირდება. ამ კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ევროს თერთმეტი წლის მინიმუმი 1.10 დაფიქსირდა. 

დოლართან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა ერთი მეათედი თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.17 თეთრი ეღირება. ლარმა გამყარების ტენდენცია 25 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გამყარდა, თუმცა მარტში ეს გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებით შეიცვალა.

კომენტარები