მალი

მალიში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლეს

speisa.com/

მალის დედაქალაქ ბამაკოში ერთ-ერთ ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს და სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპლითა შორის ერთი საფრანგეთის, ერთი ბელგიის და ორი მალის მოლაქალეა. სროლის შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.

როიტერის ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებული ორი პირი უკვე დაკავებულია. მომხდარი მკაცრად დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა კი განაცხადა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს დასავლეთ აფრიკის რეგიონში ექსტრემიზმთან ბრძოლის მიზნით, 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიდიე რეინდერსის განცხადებით კი თავდასხმელები დიდი ალბათობით ტერორისტები იყვნენ. 

კომენტარები