ეროვნული ვალუტა დღეს დოლართან მიმართებით 3.2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, შვიდ მარტს, ერთი აშშ დოლარი 2.17 ლარი ეღირება. ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა. თუმცა იმის გამო, რომ ევროს გაცვლითი კურსი დღეს დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ლარის გაუფასურებამ ევროსთან მიმართებით მხოლოდ 1.8 თეთრი შეადგინა.
ლარმა გამყარების ტენდენცია 25 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გამყარდა, თუმცა გუშინ ეს გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებით შეიცვალა.





