ესტონეთში საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მმართველი რეფორმების პარტია გავიდა. მან ხმების 27%-ზე მეტი მიღო და პარლამენტში 101 ადგილიდან 30-ს დაიკავებს.
მეორე ადგილზე, 25%-ით და 27 მანდატით, ოპოზიციური ცენტრისტული პარტია გავიდა, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავს. მესამე ადგილზე მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა. თუმცა, მისი ალიანსი რეფორმების პარტიასთან უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი არ იქნება და ამ ძალებს კოალიციის ფორმირება მოუწევთ პარლამენტში გასულ თავისუფალ ან კონსერვატიულ პარტიასთან.
საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოება იყო.





