მკვლელობა ლოს-ანჯელესში

ლოს-ანჯელესში, დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ შავკანიანი პიროვნება მოკლა

bbcimg.co.uk

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და უსახლკარო შავკანიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ ის მოკლა.

ინტერნეტში ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც პოლიცია მოქალაქეს მოუწოდებს იარაღი დააგდოს, შემდეგ კი ხუთი გასროლის ხმა ისმის. კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ ეჩხუბება მამაკაცი რამდენიმე სამართალდამცველს. პოლიციელები მის დამორჩილებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ.

ლოს-ანჯელესის პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს იარაღი.

ინციდენტი სქიდ როუს რაიონში მოხდა, რომელიც ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ მხარედ ითვლება.

პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისინი სქიდ როუს უბანში ძარცვის გამო გამოიძახეს და ინციდენტი ამის შემდეგ მოხდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის კომისიის პრეზიდენტი სტივ სობოროფი ყველას მოუწოდებს, გამოძიებას დაელოდონ და წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 9 აგვისტოს, ფერგიუსონში თეთრკანიანმა ოფიცერმა რამდენიმე გასროლის შედეგად 18 წლის შავკანიანი შეუიარაღებელი ახალგაზრდა მოკლა. ამ ამბავს აქციები და დემონსტრაციები მოჰყვა.

კომენტარები