საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე თავის ნათლულებს და მათ ოჯახებს გაჭირვებულების მოვლა და ხეების დარგვა დაავალა.
"ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით. მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. შვიდი მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე", - თქვა პატრიარქმა.
ილია მეორეს 22 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.