ლარის კურსის ვარდნა

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ 14:00 საათზე დაიწყება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ 14:00 საათზე დაიწყება. სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იმართება. მასზე განიხილავენ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს.

უცნობია, დაესწრებიან თუ არა სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები.

რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ თავისუფალი დემოკრატები. როგორც ფრაქციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, "ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნდა, რომ პარლამენტის წინაშე ეკონომიკური გუნდის მინისტრები წარმოდგენილიყვნენ, რომლებიც კრიზისის დაძლევაზე საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ. ეს უფრო აზრიანი იქნებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, მივიჩნევთ, რომ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გავაცნოთ".

ნაციონალური მოძრაობა ხვალინდელ სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებას გეგმავს.

კომენტარები