საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში არ მივიდა. გადაცემის ავტორის და წამყვანის ინგა გრიგოლიას განცხადებით, შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური შეუძლოდ გახდა და ამიტომ ვერ მიიღო გადაცემაში მონაწილეობა.
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად იანვარში დაინიშნა. დღეს ვახტანგ გომელაური თოქ შოუს პირდაპირ ეთერში პირველად უნდა გამოსულიყო.





