ირაკლი ალასანია

ალასანია: ეკონომიკა კოლაფსის წინაშეა

Forbes Georgia

ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა დროულად წარმოადგინოს.

"მე მართლაც შემიძლია ვთქვა, რომ კოლაფსის წინაშე დგას ქართული ეკონომიკა, იმდენად აუტენელ ტვირთად ადევს ჩვენს მოქალაქეებს ლარის გაუფასურება და ზოგადად ეკონომიკური გუნდის მუშაობა. პარლამენტს აქვს ზედამხედველობის ფუნქცია და წესით ყველა დეპუტატს უნდა აინტერესებდეს, თუ რა კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ადგენს ეკონომიკური გუნდი. გარკვეული თათბირები, რომელიც ტარდება პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, ეს სწორი ნაბიჯებია, მაგრამ არის ძალიან დაგვიანებული. ასეთი შეხვედრები უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში. დეკემბერშივე რომ დაეწყოთ კრიზისის მოგვარებაზე ზრუნვა, დღეს ასე მძიმედ აღარ დააწვებოდა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება საკუთარ ზურგზე", - განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის აზრით, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა უნდა მოხდეს საჯაროდ და ის უნდა დაინახოს ყველამ, მათ შორის ბიზნესმაც და საზოგადოებამაც. ამავე დროს, ალასანიას აზრთ, ქვეყანაში სისტემური პრობლემაა, რომელიც კულუარულ მართვას უკაბვშრდება. მისი აზრით, „ვიცეპრემიერს უნდა მიეცეს უფლებები და აბსოლუტური დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ უნდა ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი".

კომენტარები