საქართველოს ეკონომიკა

თავისუფალი დემოკრატები: ვითხოვთ ეკონომიკური გუნდის ფრაქციის სხდომაზე მოსვლას

თავისუფალი დემოკრატები ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებენ. ფრაქციის განცხადებით, "ხელისუფლება აღმოჩნდა სრულიად არაკომპეტენტური, დაძლიოს ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა".

"ლარის გაუფასურება გრძელდება და სექტემბრის შემდგომ, უკვე 20%-ს გადააჭარბა. ამის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა სავალუტო შემოსავლები (ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, ტურიზმიდან შემოსავლები, ინვესტიციები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის განმავლობაში 5,7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოდან ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია აშკარაა ბოლო თვეების განმავლობაში. 
2015 წლის იანვარში, 30%-ით ნაკლებია ექსპორტის მაჩვენებელი, ვიდრე 2014 იანვარში. როგორც ჩანს მთავრობას, პრემიერმინისტრს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ „ყველაფერი კარგად არის“, არ გააჩნიათ კონკრეტული გამოსავალი არსებული კრიზისის შესაჩერებლად.
ვითარება საგანგაშოა და ითხოვს სწრაფ, არაორდინარულ გადაწყვეტილებებს. მთავრობის ნაბიჯებზე დღეს დამოკიდებული იქნება უახლოესი პერიოდის ეკონომიკური განვითარების პროცესი; უმოქმედობა კი, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღატაკებს და დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები ითხოვს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების, ფრაქციის სხდომაზე მოსვლას", - აცხადებენ თავისუფალი დემოკრატები.

კომენტარები