ლარის გაუფასურება

კანდელაკი: ივანიშვილის საქმიანობის შედეგია ლარის საათობრივი გაუფასურება

ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი არის ლარის კურსის ყოველსაათობრივი გაუფასურება და ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება. მილიონზე მეტ ადამიანს აქვს კრედიტი დოლარში, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულად მათ ფინანსურ საქმიანობაზე. დღეს პენსია არის უფრო ნაკლები დოლარი, 150-ლარიანი პენსია, ვიდრე 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი დამტკიცდა პრემიერმინისტრად, როცა 125-ლარიანი პენსია იყო. ამიტომ, ცხადია, თავისთავად ის ფაქტი, რომ ეკონომიკური გუნდი არ არის დაბარებული პარლამენტში და არ ხდება ამ საკითხების უმაღლეს დონეზე განხილვა, არის სკანდალური. 

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები