საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის NATO-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მომართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აქ რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. სხვათა შორის, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამაში რუსეთი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა NATO-სთან, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში, ავღანეთი მაქვს მხედველობაში. ზოგადად, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას.
tbl.ge/jqs
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




