თუ ბრალდებას არ აქვს სერიოზული საბუთი, მტკიცებულებები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არ აღიქვამენ ამ ბრალდებებს იმ სერიოზულობით, რა სერიოზულობითაც უნდა აღიქვან, აქედან გამომდინარე, აქაც არის არაკომპეტენტურობა პროკურატურის და მეორე მხრივ, ისიც, რომ ქვეყნის პირველ პირს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნებისმიერ შეთხვევაში საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება უყურებს ძალიან დიდი გამადიდებელი შუშით - ხომ არ არის რამე ნიშანი პოლიტიკური დევნის. ამიტომ ჩემი აზრით ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ისეთი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, საერთაშორისო სამართალდამცავთა სტრუქტურებმა, სასამართლომ მიიღონ მტკიცებულებებად, რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი არ არის სასურველი სახელმწიფოსთვის.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები
ალასანია: ჩვენი პარტნიორები არ აღიქვამენ სააკაშვილის ბრალდებებს სერიოზულად
tbl.ge/326
დაკოპირდა

განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში კითხვაზე, რატომ პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის და სხვა ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემაზე.
ამავე თემაზე
- სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
- კორუფციისთვის დაკავებული ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი იქნება
- ქრთამის აღებისთვის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩამოერთვა ქონება
- მდინარაძე დაკავებულ მაღალჩინოსნებზე: ემოციურად რთულია, მაგრამ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო




