"თუ დღეს გამათავისუფლებთ, დიდხანს თავისუფლებაში ვერ ვიქნები", - რუსთავი 2-ის ცნობით, ამის შესახებ გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. უგულავას თქმით, არსებობს ორი ვარიანტი: 1. ციხიდან გავა და მალე დაბრუნდება; 2. დარჩება ციხეში და გამოუტანენ განაჩენს.
"2 დღე, 3 დღე, მაქსიმუმ 2 თვე და ხელისუფლება კვლავ შეეცდება, დამაბრუნოს ციხეში. ეს მოხდება ახალი ბრალის წარდგენით. სადაც 8 ბრალი გამოიგონეს, მეცხრესაც გამოიგონებენ, არ გაუჭირდებათ. გადაწყვეტილება, რასაც დღეს თქვენ მიიღებთ, იქნება მოკლევადიანი. ამიტომაც, პროკურატურისგან მაღალ სტანდარტს არ ველი", - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, დაცვის მხარე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურება.





