ხელისუფლება და ოპოზიცია

ნადირაშვილი ივანიშვილზე: ქვეყანას მართავს პარანოიკი, რომელსაც ფობიები აქვს

ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი, რომელსაც ძალიან ბევრი ფობია აქვს, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი ეს არის შიში ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ჩვენ ორი წელია, გვესმის გაუაზრებელი საუბრები საბურავებზე და ა.შ. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ორი წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ერთი დესტრუქციული ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ქვეყანას ანგრევს არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კრიმინალები გამოუშვა ციხიდან, ლარის კურსი იცით, სად არის ასული, ნათესავებს ნიშნავენ თანამდებობებზე და გაუმაძღარი ჩინოვნიკები ჰყავს, ეს ანგრევს ქვეყანას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე.

კომენტარები