უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ვოლსკი: თუ პრეზიდენტი ქუცნაშვილის წარადგენს, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმდჯომარის გიორგი ვოლსკის თქმით, თუ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილს წარადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. მისივე შეფასებით ფრაქციის 47-ვე წევრი თანხმდება, რომ კანდიდატი არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ნებას. 

"თუკი პრეზიდენტი ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას წარადგენს ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადაგანც ქუცნაშვილი ამ თანადებობაე ნამდვილად არ იქნება რომელიე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ. მხარს დავუჭერთ, თუ არა ეს უკვე მეორე საკითხია" - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კრიტერიუმებზე დაკავშირებით თავიდანვე არასწორი განმარტებები გაკეთდა.

"ეს აზრი არ ყოფილა, რომ რომელიმე ფიგურას არ შეუძლია, თავისი კანდიდატურა დააყენოს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას" - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეობის 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 28 კანდიდატიდან ქუცნაშვილი ერთადერთია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. მმართველ გუნდში ქუცნაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრები გაიყო. თავად ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ არავის აქვს უფლება აუკრძალოს უზენაესი სასამართლოს პოსტზე კანდიდატურის დაყენება, რადგან, გადაწყვეტილებას არა ქართული ოცნების პოლიტსაბჭო, არამედ საქართველოს პარლამენტი იღებს.  

კომენტარები