უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

შავგულიძე: ჩემი გუნდი მიიჩნევს, რომ შემიძლია დავიცვა სასამართლო გავლენისაგან

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე პარტიის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტი მის კანდიდატურას წარადგენს.

შავგულიძის განცხადებით კანონი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შეზღუდვას უწესებს მას შემდეგ, რაც ის ამ თანამდებობაზე იქნება არჩეული და პარტიის წევრობას ვეღარ შეძლებს.

"რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის წევრობას, კონსტიტუცია, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შეზღუდვას აწესებს მოსამართლისა და მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის განწესდება ამ თანამდებობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს ის თავისუფალი პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან და არა მანამდე. ის კრიტერიუმიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა დასახელებული, გულისხმობს იმას, რომ ისეთი პირი უნდა იქნეს წარმოდგენილი თანამდებობაზე, რომელიც შეძლებს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ და არა იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს არ ეძლევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის საშუალება. აქ სერიოზული განსხვავებაა. ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიჩნია, რომ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული ვიქნები ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან და შევძლებ ასეთი გავლენებისგან დავიცვა სასამართლო ხელისუფლებაც", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კომენტარები