NATO

NATO-ს თავდაცვის მინისტრები სწრაფი რეაგირების ძალების საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იწყება, რომელზეც უელსის სამიტზე მიღებულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. განსახილველ ღონისძიებებს შორის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება და მისი აღმოსავლეთევროპელი წევრების მხარდაჭერაა.

ალიანსის წევრები იმსჯელებენ სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაზე, უნდა გადაწყდეს, მათ დაკომპლექტებაზე რომელი ქვეყნები იქნებიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში NATO-ს ძალების ინტრეგრაციის ოფისები გაიხსნება, რომლებიც ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალების ალიანსის ძალებთან ინტეგრაციას უზრუნველყოფენ.

კომენტარები